ყოველდღიური ქიმიური ნაერთების კვალდაკვალ

 

Compound Interest   |  თარგმანი: ლაშა ხუციშვილი

 

ახალი წელი არც ისე შორსაა და ალბათ, სადაც არ უნდა გაიხედოთ, საახალწლო ნათურების ციმციმი გხვდებათ თვალში: ქუჩაში, სახლის აივნებზე, ნაძვის ხეებზე და ა.შ. საინტერესოა, როგორ მუშაობს ეს ნათურები, როგორ წარმოქმნიან სხვადასხვა ფერს...

 

ინგლისურად ამ ნათურებს LED-ს (light-emitting diode, ანუ სინათლის გამომასხივებელი/გამომცემი დიოდი) ეძახიან, ქართულად კი - შუქდიოდებს. მოგეხსენებათ, შუქდიოდების სხივები სხვადასხვა ფერისაა: წითელი, ნარინჯისფერი, ლურჯი და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ მცირე ზომის მოწყობილობაა, შუქდიოდების უკან რთული ფიზიკური პროცესები დგას. მეტიც, 2014 წლის ნობელის პრემია ფიზიკაში გადაეცათ მეცნიერებს, რომლებიც მუშაობდნენ ლურჯ შუქდიოდებზე. სანამ ამაზე ვისაუბრებდეთ, მოდი, გავეცნოთ ...

სრულად

ქიმია, ახალი წელი, მეცნიერება, ნობელის პრემია, ნათურა, შუქდიოდი, დიოდი, LED

Compound Interest   |  თარგმანი: ლაშა ხუციშვილი

 

18 მაისს თომას მიგლის დაბადების დღეა, მან დიდი წვლილი შეიტანა იმ პროდუქტის განვითარებაში, რომელსაც დღეს ჩვენ ასე ხშირად ვიყენებთ: ბენზინი. მიგლი ჩარლზ კეტერინგის ასისტენტი იყო, ისინი ჩართულნი იყვნენ კვლევაში, რომელიც მოიცავდა ტეტრაეთილტყვას დამატებას ბენზინში. ამ ინოვაციას, წესით, მწვერვალები უნდა დაეპყრო, თუმცა მათმა გამოგონებამ გამოყენება მხოლოდ მცირე დროით ნახა.

 

სანამ კეტერინგისა და მიგლის გამოგონებაზე ვისაუბრებთ, კარგი იქნება, ბენზინზე ორიოდე სიტყვას თუ ვიტყვით. ბენზინი, ისევე როგორც დიზელი, ნედლი ნავთობისაგან მიიღება, თუმცაღა მცირეოდენი განსხვავება მათ შორის, რასაკვირველია, არსებობს. ბენზინი და დიზელი ნედლი ნავთობის ფრაქციული გამოხდით მიიღება. ამ პროცესში ნავთობს აცხელებენ ადუღებამდე და აორთქლებამდე, რომლის დროსაც სხვადასხვა დუღილის ტემპერატურის მქონე ...

სრულად

მანქანები, საწვავი, ტყვია, დაბინძურება, დიზელი, ბენზინი, ტეტრაეთილტყვია, ეთილირებული ბენზინი.

Compound Interest   |  თარგმანი: ლაშა ხუციშვილი

 

როდესაც ბაქტერიულ ინფექციას აღმოვაჩენთ, მაშინათვე გავრბივართ ექიმებთან, რათა ანტიბიოტიკები გამოგვიწეროს. დღეისათვის არაერთი სახის ანტიბიოტიკი არსებობს, რომლებიც  დანიშნულებისა და მოქმედების მექანიზმით განსხვავდებიან. ეს ინფოგრაფიკა ანტიბიოტიკების ძირითად კლასებს მიმოიხილავს.

 

ბაქტერია, თავის მხრივ, შეგვიძლია ორ დიდ ჯგუფად დავყოთ: გრამ-დადებითი და გრამ-უარყოფითი. გრამის ტესტი დანიელმა მეცნიერმა ჰანს გრამმა შეიმუშავა. ეს ტესტი გულისხმობს ბაქტერიაზე იისფერი საღებრის დამატებას. გრამ-დადებითი ბაქტერია იისფერ ფერს ინარჩუნებს, ხოლო გრამ-უარყოფითი ვერა, რის გამოც მათ წითლად ან ვარდისფრად ფერავენ. გრამ-უარყოფითი ბაქტერია უფრო მეტად რეზისტენტულია ანტისხეულებისა და ანტიბიოტიკების მიმართ, ვიდრე გრამ-დადებითი ბაქტერია, რადგან მათ საკმაოდ მდგრადი (გაურღვევადი) უჯრედის ...

სრულად

ანტიბიოტიკები, წამალი, მედიცინა, ბაქტერია, ქიმია, ფარმაცია

 

 

s