ლ. ბაღდოშვილი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

lia.bagdoshvili@gmail.com





 

 

 



"ქიმიის უწყებანი" ტომი:3, ნომერი:3, 7-9 გვ.

მუსიკა და ქიმია

ლ. ბაღდოშვილი, მ. კოზოლაშვილი

რეზიუმე: მუსიკა ცხოვრების მრავალ ასპექტზე ახდენს გავლენას. იგი არა მარტო გართობის საშუალებაა, არამედ უფრო სერიოზული და მასშტაბური დასკვნების გაკათების საშუალებას გვაძლევს. ჩვენი სტატიის მიზანია წარმოგიდგინოთ თუ როგორ უკავშირდება მუსიკა ქიმიას და ეს ყოველივე საინტერესო ფაქტების, კვლევების და ექსპერიმენტების საშუალებით დაგანახოთ.

საკვანძო სიტყვები: მუსიკა, ქიმია, დოფამინი, მოცარტის ეფექტი, ბედნიერების ჰორმონი



მუსიკასთან ადამიანს ფენომენალური ურთიერთობა აკავშირებს. მუსიკალური ბგერების დამსახურებით ადამიანის სული იღვიძებს და გარდაიქმნება, იცვლება მისი განწყობა. ქაოსი ჩვენს გონებაშია და არა სამყაროში და სწორედ მუსიკა ახერხებს დაამარცხოს ეს ქაოსი თავისი ჰარმონიულობით.

თუ ძველ ბერძნებს დავუჯერებთ, პირველი მუსიკალური ბგერა სამყაროსთან ერთად წარმოიქმნა. პითაგორამ დიდი წვლილი შეიტანა მუსიკის, როგორც მეცნიერების, შესწავლის საგნად ქცევაში. მას მტკიცედ სჯეროდა, რომ მუსიკა ზუსტ მეცნიერებებს მიეკუთვნება. იგი მათემატიკის გაკვეთილებს მუსიკის თანხლებით ატარებდა, რადგან ამჩნევდა მის დადებით გავლენას ინტელექტზე.

როგორც აღვნიშნეთ, მუსიკა უნივერსალურია, რომელიც სამაყარში არსებულ მრავალ დარგთან მოდის კორელაციაში. ერთ-ერთი ასეთი დარგია ქიმია. ერთი შეხედვით რთულია მათ შორის კავშირის დანახვა, მაგრამ დღემდე არსებული კვლევები თუ ექსპერიმენტები საშუალებას გვაძლევს ეს მიდრო კავშირი ნათლად დაივინახოთ. [1]

ქიმია და მუსიკალური ინსტრუმენტები

ალბათ საინტერესო იქნება იმის მოსმენა, რომ მუსიკის ნოტები მჭიდროდ უკავშირდება მენდელევის პერიოდულობის სისტემის ცხრილს . მოკლედ რომ აღვწეროთ, ცხრილში არსებულ თითოეულ რიგს პერიოდი ეწოდება დ ა გვაქვს სულ შვიდი პერიოდი.

88-ე ელემენტი ცხრილში არის რადიუმი[RA], რომლის შემდეგაც მოდის რადიოაქტიურ ელემენტთა სერია, შესაბამისად მენდელევის ცხრილიდან ძირითადად ამ 88 ელემენტზე ხდება დაკვირვება. 1866 წელს მეცნიერებმა ჩამოაყალიბეს ე.წ ოქტავების თეორია, რომლის მიხედვითაც პიანინოს კლავიშები შესაბამისობაში მოდის ამ ელემენტებთან.

პიანინოს 88 კლავიში 7 ოქტავად ნაწილდება. თითოეული ოქტავა შედგება 8 ნოტისგან. თუ კარგად შეხედავთ პერიოდული ცხრილის მეორე და მესამე რიგს დაინახავთ რვა ელემენტს.

ოქტავების თეორია ნაწარმოებია ფაქტიდან, რომ რვა ელექტრონს შეუძლია შეუთავსდეს მეორე და მესამე ატომის ორბიტას, ისე როგორც რვა მუსიკალური ნოტი უთავსდება დიატონური სკალის ხმოვან ოქტავებს. თეორიის მიხედვით ადამიანს შეუძლია შეუსაბამოს პიანინოს 88 ნოტი პირველ 88 ელემენტს პერიოდული ცხრილიდან და შექმნას მუსიკა ქიმიის სწავლით.

მზარდი ნოტის სიმაღლის სიხშირე ანალოგიურია ქიმიური ელემენტის აგებულების. მუსიკალური ნოტები ქმნიან სიმებს, რომლებიც ასევე გეომეტრიულ მოდელში მსგავსია ქიმიური შემადგენლობის. ამ მხრივ მთლიანი სიმღერა შეგვიძლია გავაანალიზოთ თანმიმდევრობის ორ გამზომილებიან გეომეტრიულ რუკაზე, სადაც დროის პერიოდი დალაგებულია სივრცულად და თანმიმდევრულად. [2]

მოცარტის ეფექტი

1993 წელს მეცნიერმა გორდინ შოუმ ჩაატარა ექსპერემენტული დაკვირვება ადამიანის ტვინზე, რათა დაედგინა ახდენდა თუ არა აღნიშნული მუსიკის მოსმენა რაიმე გავლენას. იგი მაგნიტო რეზონანსული სკანირების საშუალებით აკვირდებოდა ტვინის ქერქის სხვადასხვა ნაწილის მოცარტის მუსიკის მოსმენის დროს. დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, რომ მოხდა ტვინის ქერქის თითქმის ყველა ნაწილის აქტივაცია. მისი დასკვნით ეს მუსიკა ნამდვილად დადებითად მოქმედებს ადამიანის ტვინზე, ხელს უწყობს მეხსიერების განვითარებას, ემოციის წარმოქმნას, ავითარებას ვერბალურ უნარს და ლოგიკურ აზროვნებას. [3]

ქიმიური რეაქციები ტვინში.

მუსიკა დიდ გავნელას ახდენს ადამიანის ტვინზე. მისი მოსმენისას ისეთი ქიმიური რეაქციები ხდება, რომლებიც მთელს ორგანიზმზე მოქმედებს. კერძოდ ადამიანის ტვინში ჰორმონი- დოფამინი[ C8H11NO2 ] გამომუშავდება. დოფამინი სიამოვნების და ბედნიერების ჰორმონია. იგი ადამიანის ორგანიზმის საპასუხო რეაქციაა სიამონებაზე. [4]

მონრეალის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ჩაატარეს კვლევა, რათა დაედასტურებინათ ჰიპოთეზა, რომ მუსიკა და ბედნიერების ჰორმონი პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან. კვლევის პირველ ეტაპზე მოხდა შერჩივითი ერთობლიობის განსაზღვრა. შეირჩა 217 ადამიანი. გარკვეული ეტაპების გავლის შემდეგ მოხდა ერთობლიობის შემცირება 8 მოხალისემდე. კვლევაში მონაწილე დოქტორი რობერტ ცუტორი ამბობს- „ ჩვენ გვინდოდა დავრწმუნებული ვყოფილიყავით, რომ შევარჩიეთ ის ადამიანები, რომლებიც იქნებოდნენ სანდო, სარწმუნო და მოგვცემდნენ განზოგადების საშუალებას.“

სამი მოხალისის გონებაზე დაკვირვება სამი შეხვედრის განმავლობაში ორი სხავადასხვა ტიპის სკანერით მიმდინარეობდა. კვლევის პროცესში მონაწილეები უსმენდნენ სხვადასხვა ჟანრის მუსიკას, ხოლო მეცნიერები აკვირდებოდნენ დოფამინის გამოყოფას გარკვეული ფაქტორების გავლენით.

ორი სესიის განმავლობაში გამოყენებული იყო A ტიპის ნუკლეარული თერაპიული ვიზუალიზაცია სახელად PET სკანირება . პირველი სესიის დროს მოხალისეები უსმენდნენ იმ მუსიკას, რომელის მოსმენაც ძალიან სიამოვნებდათ. მეორე შეხვედრის დროს მუსიკას, რომლის მიმართაც ნეიტრალურად იყვნენ განწყობილნი. მესამე სესიაზე ისინი უსმენდნენ ალტერნატიულ მუსიკას, სასიამოვნოსა და ნეიტრალურს შორის. ეს ხდებოდა მაგნიტური რეზონანსის დაკვირვების ქვეშ.

მკვლევარებმა აღნიშნეს, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც დოფამინის გამოყოფა შეისწავლეს, როგორც რეაქცია მუსიკაზე. დოფამინის რაოდენობა იზრდება არა მარტო მუსიკის, არამედ ასევე სხვა სტიმულების მიღების დროსაც, როგორიცაა საჭმელი და ფული.

დოფამინი ასევე ასოცირდება ნაკლებად მნიშვნელოვან სტიმულთან, როგორიცაა სიყვარული.

დავუბრუნდეთ კვლევის შედეგებს. კვლევის მიხედვით , იმ მოხალისეებში, რომლებიც მათთვის მოსაწონ მუსიკას უსმენდნენ, დოფამინის გამოყოფა 9 %- ით იზრდებოდა. სკანირებამ აჩვენა, რომ შინაგანი დოფამინის გამოყოფა იზრდება, როდესაც მონაწილეები ავლენდნენ დადებით რეაქციას, მაგრამ როდესაც ისინი უსმენდნენ მუსიკას, რომელიც მათ არ მოსწონდათ დოფამინი იკლებდა.

„მუსიკის ფსიქოლოგი“ დოქტორი ვიკი ვილიამსონი აღნიშნავს- „ კვლევა ამტკიცებს, რომ მუსიკას მძლავრი კავშირი აქვს ჩვენ შინაგან წამახალისებელ სისტემასთან.“

საბოლოოდ დადასტურდა, რომ მუსიკა ადამიანის ტვინში იწვევს იმ ქიმიური ნივთიერების გამოყოფას, რომელიც სიამოვნების უმაღლესს მომენტში წარმოიქმნება. [5]

მუსიკის ერთ-ერთი მთავარი გავლენა ადამიანის ორგანიზმზე გამოიხატება იმაში, რომ იგი ენერჯაიზერის როლს ასრულებს. მაგალითად ყველას გვაქვს მომენტი, როცა საყვარელი მუსიკის გაგონებაზე ვიწყებთ სხეულით აქტიურ მოძრაობას, შესაბამისად, ჩვენი სხეული ენერგიით ივსება.

მუსიკა ასევე გავლენას ახდენს ჩვენს გონებაზე, აცოცხლებს მოგონებებს. მაგალითად, როცა მუსიკა გესმის, მასთან დაკავშირებული მოგონებები გახსენდება, ამან შეიძლება დაგამწუხროს ან ღიმილი მოგგვაროს. ამის მიზეზი ჰიპოკამპუსის გააქტიიურებაა. იგი თავის ტვინის ნაწილია, რომელიც პასუხს აგებს მეხსიერებაზე.

დასკვნა

მუსიკა ხელოვნებაა, რომელიც ოდითგანვე არის ჩვენი ცივილიზაციის ნაწილი, მაგრამ ის არა მხოლოდ კულტურულ, არამედ სამედიცინო ჭრილშიც შეგვიძლია განვიხილოთ. იმის განხილვა, თუ რა ქიმიური რეაქციები ხდება ადამიანის ტვინში მუსიკის მოსმენის დროს ხსნის ფაქტს, თუ რატომ იცვლება ადამიანის ემოციები მუსიკის მოსმენის პროცესში. მუსიკა და ნევრეოლოგია ერთმანეთთან კორელაციაშია, ვინაიდან, მუსიკის მოსმენისას ადამიანის ტვინი დოფამინს გამოყოფს. ეს ყველაფერი კი მიუთითებს იმაზე, რომ მუსკა ,რომელიც სიამოვნებას გვანიჭებს შესაძლოა იმაზე მნიშვნელოვანი იყოს ჩვენი ტვინისთვის, ვიდრე ეს წარმოგვიდგენია.

ლიტერატურა

[1] J. Powell, "https://www.theguardian.com," 2017. [Online]. Available: https://www.theguardian.com/books/2017/may/16/the-science-of-songs-how-does-music-effect-your-body-chemistry.
[2] E. SANDZER-BELL, "evolveandascend.com," 2016. [Online]. Available: http://www.evolveandascend.com/2016/04/03/parallels-music-chemistry/.
[3] C. Hammond, "www.bbc.com," 2013. [Online]. Available: http://www.bbc.com/future/story/20130107-can-mozart-boost-brainpower.
[4] chemistryislife, "http://www.chemistryislife.com/the-chemistry-of-music," [Online].
[5] S. McGilchrist, "bbc.com," 2011. [Online]. Available: https://www.bbc.com/news/health-12135590.



 

გამოქვეყნებულია: 26-06-2018