მიმდინარე ნომერი

ტომი: 7 ნომერი: 1

 









გაფართოებული ძებნა

 

ქიმიის უწყებანი -  ტომი: 3 ნომერი: 4

 

  ესსე  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 3,   N 4,   4-5

წითელი და შავი... და ცისფერი

მარიამ ელიაშვილი

რეზიუმე: ადრე ადამიანებს ერთი მთლიანობა ვეგონეთ. მერე მიხვდნენ, ასე შორიდან იმიტომ ვჩანვართ გამუდმებით ხელჩაკიდებულნი რომ დავრბივართ. გასაკვირი არაა საუკუნეების განმავლობაში რომ არ გვიცნობდნენ - ისინი ხომ არასდროს გვისწორებენ თვალს... როცა მათ პირისპირ აღმოვჩნდებით უმალ თვალებს ხრიან. დედა ამბობს ჩვენი რცხვენიათო. რატომ? არ გვეუბნება. დარწმუნებული ვარ, ის არ სცდება. დედა ყველაფერს ხედავს.

გამოქვეყნებულია: 24-12-2019  |  ნანახია: 1674-ჯერ


  ესსე  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 3,   N 4,   6-7

ქიმია - ყველაფერია

ხათუნა თეთვაძე

რეზიუმე: ერთხელ თუ ქიმიის სიყვარული შეგეყარა, სამარადისოა. დიდი ხნის წინ ეს სიყვარული მეც შემეყარა და დღემდე არ გამნელებია. ცნობისმოყვარეობა ამ პროცესში ყველაზე მთავარი წამქეზებელი იყო. მოკლედ, ეს ისეთი ლაბირინთია, რომელშიც თუ ერთხელ შეხვალ ვეღარასოდეს გამოხვალ და არც მოგინდება, რადგან ყოველი ახალი მოსახვევი ახალ გზებს გიჩვენებს ქიმიის ამოუცნობ სამყაროში. ყოველი ახალი დარბაზი ახალ აღმოჩენებს გპირდება. რაც უფრო შორს შედიხარ, მით მეტად გიპყრობს და გითავისებს.

გამოქვეყნებულია: 24-12-2019  |  ნანახია: 1820-ჯერ


  ესსე  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 3,   N 4,   8-9

მე და ქიმია

ალექსანდრე ბახტაძე

რეზიუმე: ყველა ელემენტს განსაზღვრული ადგილი აქვს პერიოდულ სისტემაში, ჰოდა, მეც მგონია, რომ მოსწავლეებს თავიანთი ადგილის პოვნაში უნდა დავეხმარო...

გამოქვეყნებულია: 24-12-2019  |  ნანახია: 1583-ჯერ


  ესსე  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 3,   N 4,   10-11

მე ყველა(ფერ)ში ვხედავ ქიმიას

თამარ მახათაძე

რეზიუმე: ლაბორატორია ის საოცარი ყუთი უნდა იყოს, რომელსაც შეუძლია სხვა სამყაროსა და სხვა რეალობაში გამოგზაუროს, გაგიტაცოს სახლისა და სკოლის ერთფეროვნებიდან, დაგანახოს ქიმიის სამყარო და დაგაფიქროს შენს ადგილზე სამყაროში.

გამოქვეყნებულია: 24-12-2019  |  ნანახია: 2347-ჯერ


  ესსე  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 3,   N 4,   15-16

ქიმია ჩემთვის გასაღებია

ელენე გაბოძე

რეზიუმე: რამდენი ხანი იყო საჭირო იმის გასააზრებლად, რომ ეს კარები თუ ვიღაცისთვის ნარნიას ჯადოსნურ ქვეყანაში გადასვლასთან ასოცირდება, შენთვის ლაბორატორიაში შებიჯებაა. სწორედ ეს კარები შევაღე სრულიად შემთხვევით აბიტურიენტობისას კონკურსზე აღმოჩენილმა, რომელზეც უბრალოდ მეგობარს გამოვყევი.

გამოქვეყნებულია: 24-12-2019  |  ნანახია: 1793-ჯერ


  ესსე  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 3,   N 4,   12-14

სიბრძნისმეტყველება ქიმიაში ანუ „ფილოსოფიური“ ქიმია

დავით ჟღენტი

რეზიუმე: თითქოსდა შემოქმედს მათთვის, მაგალითი მიეცეს და ებრძანებინოს - ნატრიუმო, ქლორო, რუბიდიუმო, ცეზიუმო, ანთიმონ, ოქროვ და სხვანო, აი ჰელიუმი, არგონი და ნეონი-მიისწრაფვოდეთ მათკენ და მათსავე ემგვანებოდეთო.

გამოქვეყნებულია: 24-12-2019  |  ნანახია: 1216-ჯერ


  ესსე  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 3,   N 4,   17-17

ქიმიის ბუნება

ნინო ბენიძე

რეზიუმე: ფერი განაპირობებს ბუნების მშვენიერებასა და მომხიბვლელობას და მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

გამოქვეყნებულია: 24-12-2019  |  ნანახია: 1603-ჯერ


  ესსე  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 3,   N 4,   18-19

ქიმია მთელი ცხოვრებაა

ელენე ჯოხაძე

რეზიუმე: მისი პრიორიტეტულობა დამეხმარა ... ამაყად, ლაღად შემებიჯებინა ქიმიის იდუმალ სამყაროში. მას შემდეგ, ქიმიის თვალით ვხედავ მოვლენებს, წარმატებებს, წარუმატებლობას... სადღაც ტემპერატურა მაკლია, სადღაც წნევა, სადღაც წონასწორობას ვამყარებ...

გამოქვეყნებულია: 24-12-2019  |  ნანახია: 2032-ჯერ


  ესსე  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 3,   N 4,   20-21

ქიმიის გარეშე სამყარო გაჩერდება

ვერიკო სულხანიშვილი

რეზიუმე: ცხოვრება ქიმიის გარეშე სამყაროს გაჩერებას ნიშნავს და შეიძლება, ცხოვრება გაჩერებულ სამყაროში? ვერა, ვერ შევძლებთ, ამიტომ ქიმიას ვისწავლით და გავუფრთხილდებით...ქიმია ჩვენი ცხოვრებაა, მე შევიგრძენი ქიმიის მრავალფეროვნება და მთელი ძალით ვცდილობ, ეს მრავალფეროვნება ჩემ გარშემო მყოფ ადამიანებსაც ავუხსნა.

გამოქვეყნებულია: 24-12-2019  |  ნანახია: 1931-ჯერ


  ესსე  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 3,   N 4,   22-23

ქართული საოცრება

გელა ჯინჭარაძე

რეზიუმე: პრაქტიკული ქიმიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი სწორედ საოცარი პროდუქტი - ჩურჩხელაა, რომლის ენერგეტიკული ღირებულების შესახებაც კარგად იცოდნენ შორეულ წარსულში.

გამოქვეყნებულია: 24-12-2019  |  ნანახია: 1735-ჯერ


  ესსე  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 3,   N 4,   24-25

ვიზრდები მოსწავლეებზე დაკვირვებით

მარეხი ყვავაძე

რეზიუმე: სასიამოვნო პროცესით მოსწავლეები სწავლობენ, მე კი მათზე დაკვირვებით ვიზრდები, როგორც მასწავლებელი. მასწავლებელს უნდა ჰქონდეს სურვილი სწავლების პროცესში თავადაც ისწავლოს და მიიღოს ახალი გამოცდილება, რათა შეძლოს განვითარება პროფესიული კუთხით.

გამოქვეყნებულია: 24-12-2019  |  ნანახია: 1290-ჯერ


  ესსე  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 3,   N 4,   26-27

ქიმია, ფურცელი, ექსპერიმენტი

მაია ჩაგანავა

რეზიუმე: ვერ წარმოვიდგენდი, რომ ის, რაც ძალიან მარტივად ვისწავლე თეორიულად, ასე ძნელი განსახორციელებელი იქნებოდა ლაბორატორიაში.

გამოქვეყნებულია: 24-12-2019  |  ნანახია: 1559-ჯერ


  ესსე  

ქიმიის უწყებანი - ტომი: 3,   N 4,   28-28

ქიმია და ჩემი ცხოვრება

ლიკა ნაჭყებია

რეზიუმე: ქიმია დაკავშირებული არამარტო ჩემს, არამედ შენს და ყველას ცხოვრებასთან. ესაა ჯაჭვი, რომელიც ერთი მეორის გარეშე არაფერია. ჰოდა, მე პირადად, ვფიქრობ ალბათ ღმერთმა ჯერ ქიმია და მერე ადამი და ევა შექმნა და ბოლოს ჩვენს სიცოცხლესთან დააკავშირა!

გამოქვეყნებულია: 24-12-2019  |  ნანახია: 1778-ჯერ