ნობელიანტები ქიმიაში

 

მარტინ კარპლუსი (Martin Karplus )

 

დაბადება: 1930-03-15 (ვენა, ავსტრია)

გარდაცვალება:

ალმა–მატერი: სტრასბურგის უნივერსიტეტი, საფრანგეთი, ჰარვარდის უნივერსიტეტი, კემბრიჯი, აშშ.

პრემია:2013

„რთული ქიმიური სისტემების მოდელების განვითარებისთვის“

 

 

ჩვენი სამყარო შედგება ატომებისგან, რომლებიც ერთმანეთთან შეერთებისას ქმნიან მოლეკულებს.

ქიმიური რეაქციების დროს ატომები იცვლიან ადგილებს და წარმოქმნიან ახალ მოლეკულებს. რეაქციის მიმდინარეობის ზუსტად განსასაზღვრად იმ ადგილებში, სადაც რეაქცია მიმდინარეობს, საჭიროა გავაკეთოთ გამოთვლები კვანტური მექანიკის საფუძველზე. მოლეკულის სხვა ნაწილებისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ კლასიკური მექანიკის ნაკლებად რთული გამოთვლები.

1970-იან წლებში მარტინ კარპლუსმა, მაიკლ ლევიტმა და არიე ვარშელმა წარმატებით შეიმუშავეს მეთოდი, რომელიც აერთიანებდა კვანტურ და კლასიკურ მექანიკას, კომპიუტერის გამოყენებით ქიმიური რეაქციების კურსების გამოსათვლელად.

 

ბიოგრაფია

მარტინ კარპლუსი დაიბადა ვენაში, ავსტრია. შეერთებულ შტატებში მასაჩუსეტსის შტატის კემბრიჯის ჰარვარდის კოლეჯში სწავლის შემდეგ ის გადავიდა კალიფორნიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, პასადენაში, სადაც მიიღო დოქტორის ხარისხი.

კარპლუსი ასწავლიდა ილინოისის უნივერსიტეტში ურბანა – შამპანში (1955–60) და შემდეგ კოლუმბიის უნივერსიტეტში (1960–65)

1966 წელს ჰარვარდის ქიმიის ფაკულტეტზე გადავიდა.

იგი იყო ლუის პასტერის უნივერსიტეტის პროფესორი 1996 წელს, სწორედ ამ პერიოდში მან სტრასბურგში  დააარსა კვლევითი ჯგუფი.

 

სტატია მომზადებულია ანა ნადირაშვილის მიერ  



s