ნობელიანტები ქიმიაში

 

უილიამ მიორნერი (William E. Moerner )

 

დაბადება: 1953-06-24 (პლესანტონი, კალიფორნია, აშშ)

გარდაცვალება:

ალმა–მატერი: სტენფორდის უნივერსიტეტი. (სტენფორდი, აშშ)

პრემია:2014

„მაღალი რეზოლუციის მქონე ფლუორესცენტული მიკროსკოპის შექმნისათვის“

 

 

ნორმალურ მიკროსკოპებში სინათლის ტალღის სიგრძე ზღუდავს დეტალიზაციის შესაძლებლობას. ასეთი შეზღუდვების აცილება შეგვიძლია ისეთი მეთოდების გამოყენებით, რომლებიც იყენებენ ფლუორესცენციას–მოვლენას, რომლის დროსაც გარკვეული ნივთიერება შუქის მოქმედების შედეგად მანათობელი ხდება. დაახლოებით 2000 წელს უილიამ მიორნერმა და ერიკ ბეციგმა შექმნეს მეთოდი, რომელშიც ფლუორესცენცია ცალკეულ მოლეკულებზე სინათლით იმართება. ძალიან მაღალი გარჩევადობის სურათი მიიღება იმ სურათების შერწყმით, რომლებშიც სხვადასხვა მოლეკულებია გააქტიურებული. ეს საშუალებას გვაძლევს თვალი ვადევნოთ ცოცხალ უჯრედებში მიმდინარე პროცესებს.

 

ბიოგრაფია

უილიამ მიორნერი დაიბადა პლესანტონში (კალიფორნია), მაგრამ გაიზარდა ტეხასში. ვაშინგტონის, მისურისა და კორნელის უნივერსიტეტებში სწავლის შემდეგ, 1982 წელს მან დოქტორის ხარისხი მიიღო. ამის შემდეგ, 1995 წლამდე იგი მუშაობდა IBM Almaden–ის კვლევით ცენტრში (კალიფორნია). ციურიხის ფედერალურ ტექნოლოგიების ინსტიტუტსა და ჰარვარდის უნივერსიტეტებში იგი მოწვეული პროფესორი იყო. 2014 წელს უილიამ მიორნერმა შტეფან ჰელთან და ერიკ ბეციგთან ერთად ქიმიის დარგში ნობელის პრემია მიიღო.

 

სტატია მომზადებულია ნუცა ბაქრაძის მიერ  



s