ნობელიანტები ქიმიაში

 

ხოაკიმ ფრანკი (Joachim Frank )

 

დაბადება: 1940-09-12 (სიეგენი, გერმანია)

გარდაცვალება:

ალმა–მატერი: კოლუმბიის უნივერსიტეტი (ნიუ იორკი,აშშ)

პრემია:2017

“კრიო-ელექტრონული მიკროსკოპის შექმნისათვის, ხსნარებში ბიომოლეკულების სტრუქტურის მაღალი რეზოლუციით განსაზღვრისათვის“

 

 

ცხოვრების ძირითად პროცესებს რთული მოლეკულების მთელი რიგი მართავს. ელქტრონული მიკროსკოპი, რომელიც სინათლის ნაცვლად იყენებს ელექტრონულ სხივებს ამ მოლეკულების გამოსახვის შესაძლებლობას აფართოებს.

თუმცა, ელექტრონული სხივები ანადგურებენ ბიოლოგიურ სტრუქტურებს.

1975-1986 წლების განმავლობაში, იოაკიმ ფრენკმა  შეიმუშავა ელექტრონული მიკროსკოპის ბუნდოვანი ორგანზომილებიანი სურათების ანალიზისა და მკვეთრ სამგანზომილებიან სურათებთან შერწყმის მეთოდი.

ელექტრონული მიკროსკოპის გამოსახულებები იძლევა ისეთ ცოდნას, რომელსაც სხვა საკითხებთან ერთად მნიშვნელოვანია, ფარმაცევტული პროდუქტების განვითარებისთვის.

 

ბიოგრაფია

იოაკიმ ფრანკი დაიბადა სიეგენში( გერმანია). ფრაინბურგისა და მიუნხენის უნივერსიტეტებში სწავლის შემდეგ, 1970 წელს,  მან მიიღო ექიმის დიპლომი.

ფრენკი მუშაობდა ნიუ იორკის  სახელმწიფო  ჯანდაცვის დეპარტამენტში, ასევე ჰოვარდ ჰიუზის სამედიცინო ინსტიტუტში და კოლუმბიის უნივერსიტეტში.

 

სტატია მომზადებულია ანა ნადირაშვილის მიერ  



s