ნობელიანტები ქიმიაში

ჯეკი დუბოჩეტი (Jacques Dubochet )

დაბადება: 1942-06-08 (აიგლი, შვეიცარია)

გარდაცვალება:

ალმა–მატერი: ლოზანის უნივერსიტეტი. (ლოზანი, შვეიცარია)

პრემია:2017

“კრიო-ელექტრონული მიკროსკოპის შექმნისათვის, ხსნარებში ბიომოლეკულების სტრუქტურის მაღალი რეზოლუციით განსაზღვრისათვის“

ცხოვრების ძირითად პროცესებს რთული მოლეკულების მთელი რიგი მართავს. ელექტრონული მიკროსკოპი, რომელიც სინათლის ნაცვლად ელექტრონულ სხივებს იყენებს, საშუალებას გვაძლევს  ასეთი მოლეკულები დავინახოთ. თუმცა ბევრი ბიოლოგიური მოლეკულა წყალზეა დამოკიდებული, რომელიც ელექტრონული მიკროსკოპის ვაკუუმში ორთქლდება. 1980–იანი წლების დასაწყისში, ჯეკი დუბოჩეტმა მოახერხა წყლის ისე სწრაფად გაგრილება, რომ იგი მოლეკულის გარშემო გამყარდა, დამახინჯებული ყინულის  კრისტალების წარმოქმნის გარეშე. კრიო-ელექტრონულ მიკროსკოპში ელექტრონების ნაკადით დასხივება წარმოებს გაყინულ ნიმუშზე.

ელექტრონული ნაკადი, როგორც წესი, აზიანებს სინჯის ბიომოლეკულას. კრიო-მიკროსკოპირებისას კი ბიომოლეკულის დაზიანება მინიმუმამდე დადის. ამასთანავე, ვაკუუმ–კამერაში დეჰიდრატაცია არ ხდება.

კრიო–ელექტრონული მიკროსკოპიის შედეგად მიღებული სურათების მაღალი გარჩევადობის გამო, ივარაუდება რომ ახალი მეთოდი არაერთი დარგის მეცნიერს დიდ დახმარებას გაუწევს.
2017 წელს ჯეკი დუბოჩეტს იოაკიმ ფრანკთან და რიჩარდ ჰენდერსონთან ერთად ქიმიის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა.

ბიოგრაფია

ჯეკი დუბოჩეტი დაიბადა აიგლში (შვეიცარია). იგი ლოზანის უნივერსიტეტში ფიზიკის მიმართულებით სწავლობდა, შემდგომში კი სწავლა ჟენევის უნივერსიტეტში, მოლეკულურ ბიოლოგიაზე განაგრძო. 1973 წელს ჯეკმა ბიოფიზიკის თემაზე სადოქტორო დისერტაცია ჟენევისა და ბაზელის უნივერსიტეტებში დაიცვა. 1978-1987 წლებში იგი ევროპის მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიაში მუშაობდა, მოგვიანებით კი მუშაობა ლოზანის უნივერსიტეტში განაგრძო.

ძირითადი შრომები

1. Low adherence to dietary recommendations in adult childhood cancer survivors. Belle F., Wengenroth L., Weiss A., Sommer G., Beck Popovic M., Ansari M., Bochud M., Kuehni C., Swiss Paediatric Oncology Group (SPOG), 2017/10. Clinical nutrition (Edinburgh, Scotland), 36 (5) pp. 1266-1274.
2. Plasma Concentrations of Afamin Are Associated With Prevalent and Incident Type 2 Diabetes: A Pooled Analysis in More Than 20,000 Individuals. Kollerits B., Lamina C., Huth C., Marques-Vidal P., Kiechl S., Seppälä I., Cooper J., Hunt S.C., Meisinger C., Herder C. et al., 2017/10. Diabetes care, 40 (10) pp. 1386-1393. Peer-reviewed. [DOI] [Pmid] [serval:BIB_4A74743D8500]

ნაშრომები

სტატია მომზადებულია ნუცა ბაქრაძის მიერ  

s