ნობელიანტები ქიმიაში

 

ეი-იჩი ნეგიში (Ei-ichi Negishi )

 

დაბადება: 1935-07-14 (ჩანჩუნი, ჩინეთი)

გარდაცვალება:

ალმა–მატერი: პურდუის უნივერსიტეტი, დასავლეთ ლაფაიეტი, აშშ

პრემია:2010

"რთული მოლეკულების აგების მიზნით ნახშირბადატომების ერთმანეთთან შეერთების ახალი, უფრო ეფექტური გზის შემუშავებისათვის, რომელიც აუმჯობესებს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას." 

 

 

ბუნება სავსეა ორგანული ნივთიერებებით, რომელთა სტრუქტურებიც შედგება ელემენტ ნახშირბადისგან. ქიმიური მეთოდების გამოყენება ორგანული ნივთიერების შეერთებისა ან სინთეზისთვის მნიშვნელოვანია როგორც სამეცნიერო, ისე სამრეწველო საქმიანობაში.

1970-იანი წლების ბოლოს, ეი-იჩი ნეგიშიმ დაიწყო ისეთი ქიმიური რეაქციების შემუშავება, სადაც ნახშირბადის ატომები ერთმანეთთან არის დაკავშირებული და ახალ ნაერთებს წარმოქმნიან. პალაადიუმის კატალიზატორის თანაობისას ჩატარებული რეაქციები ნახშირბადის ატომებს შორის ჯვარედინ კავშირს წარმოქმნის. პალადიუმი ხელს უწყობს რეაქციის წარმართვას, თავად კი საბოლოო პროდუქტს არ უერთდება.

 

ბიოგრაფია

ეი-იჩი ნეგიში დაიბადა 1935 წელს, ჩინეთის ქალაქ ჩანჩუნში.

1958 წელს დაამთავრა ტოკიოს უნივერსიტეტი და სტაჟირება გაიარა ტეიჯინში. მან სწავლა განაგრძო შეერთებულ შტატებში, სადაც 1963 წელს, პენსილვანიის უნივერსიტეტში მიიღო დოქტორის ხარისხი.

1972 წელს გახდა ასისტენტ პროფესორი სირაკუზის უნივერსიტეტში, სადაც 1979 წელს დააწინაურეს ასოცირებული პროფესორის თანამდებობამდე.

მეცნიერს მრავალი ჯილდო აქვს მიღებული , მათ შორის: უფროსი მკვლევარის პრემია და ამერიკის ქიმიური საზოგადოების (ACS) ორგანომეტალური ქიმიის ჯილდო 1998 წელს,  ACS ჯილდო სინთეზურ ორგანულ ქიმიაში შემოქმედებითი მუშაობისათვის. ნეგიში არის ამერიკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი და აშშ – ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საგარეო ასოცირებული თანამშრომელი. იგი ასევე არის აზიური ორგანული ქიმიის ჟურნალის  საბჭოს საპატიო წევრი.

 

სტატია მომზადებულია ანა ნადირაშვილის მიერ  



s