ნობელიანტები ქიმიაში

 

რიჩარდ შროკი (Richard R. Schrock )

 

დაბადება: 1945-01-04 (ბერნი, აშშ)

გარდაცვალება:

ალმა–მატერი: მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის უნივერსიტეტი, კემბრიჯი, აშშ

პრემია:2005

"ორგანულ სინთეზში მეტათეზისის მეთოდის განვითარებაში წვლილისათვის" 

 

 

ორგანული ნივთიერებები-ნაერთები, რომლებიც ელემენტ ნახშირბადს შეიცავენ-სიცოცხლის საფუძველს წარმოადგენენ. ორგანული ნივთიერებების წარმოქმნის ან სინთეზის დროს მეტათეზისი მნიშვნელოვან ქიმიურ რეაქციას წარმოადგენს. მეტათეზისის დროს ნახშირბადის ატომებს შორის არსებული ორმაგი ბმები წყდება და რეორგანიზდება, ამავე დროს ატომთა ჯგუფები ცვლიან ადგილებს.

1990 წელს რიჩარდ შოკმა დაიწყო მეტალის ნაერთის წარმოებას, რომელიც მეტათეზის პროცესის წარმართვას უწყობს ხელს.  მეტათეზმა უფრო ეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა გახადა პროცესების წარმართვა ინდუსტრიაში.

 

ბიოგრაფია

რიჩარდ შროკი დაიბადა 1945 წლის 4იანვარს, ბერნში.

რიჩარდ რ. შროკმა მიიღო ბაკალავრის დიპლომი 1967 წელს რივერსაიდის კალიფორნიის უნივერსიტეტში, ხოლო დოქტორის ხარისხი ჰარვარდის უნივერსიტეტში 1971 წელს.

1975 მან თანამშრომლობა დაიწყო მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში.

მეცნიერი სრული პროფესორი გახდა 1980 წელს.

შროკი არის ამერიკის მეცნიერებათა აკადემიის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი.

 

სტატია მომზადებულია ანა ნადირაშვილის მიერ  



s