ნობელიანტები ქიმიაში

 

ირვინ როუზი   (Irwin Rose )

 

დაბადება: 1926-06-16 (ბრუკლინი-ნიუ-იორკი, აშშ)

გარდაცვალება: 2015-07-03

ალმა–მატერი: კალიფორნიის უნივერსიტეტი (კალიფორნია-აშშ.)

პრემია:2004

“ცილების დეგრადაციის შუამავლის - უბიკვიტინის აღმოჩენისათვის“ 

 

 

ჩვენს უჯრედებში მნიშვნელოვან პროცესს წარმოადგენს ცილების წარმოქმნა. ამავდროულად ცილები უნდა იშლებოდეს. 1980-იანი წლების დასაწყისში, ირვინ როუზმა, აარონ ჩეჰანოვერსა და აბრამ გერშკოსთან ერთად, აღმოაჩინა, რომ ერთ ცილას - უბიკვიტინს - გააჩნდა მნიშვნელოვანი მისია ამ კონტექსტში. ცილის დაშლის პროცესში, უბიკვიტინის მოლეკულა ცილას უერთდება. უბიკვიტინი თამაშობს გასაღების როლს, შედის ცილის კომპლექსში, რომელიც ჰყოფს ცილას მცირე ნაწილებად. ეს პროცესი შესაძლოა გამოყენებულ იქნას უჯრედში სხვადასხვა ნივთიერებების მშენებლობისათვის.

 

ბიოგრაფია

ირვინ როუზი დაიბადა ნიუ-იორკში (აშშ).  1954-63 წლებში სწავლობდა იელის მედიცინის სკოლის ბიოქიმიის მიმართულებით.

1970-იან წლებში მუშაობა დაიწყო პენსილვანიის უნვიერსიტეტში ფიზიკური ბიოქიმიის პროფესორად.

იგი იყო კალიფორნიის უნივერსიტეტის,  ირვინის მედიცინის სკოლის ფიზიოლოგიისა და ბიოფიზიკის დეპარტამენტის  გამორჩეული პროფესორი.

 

სტატია მომზადებულია ანა ნადირაშვილის მიერ  



s