ნობელიანტები ქიმიაში

 

ბარი შარპლესი   (K. Barry Sharpless )

 

დაბადება: 1941-04-28 (ფილადელფია, აშშ)

გარდაცვალება:

ალმა–მატერი: სკრიპის კვლევითი ინსტიტუტი - ლე ჟოლი, კალიფორნია, აშშ.

პრემია:2001

„აღდგენის რეაქციებში ქირალური კატალიზატორების გამოყენებისათვის”

 

 

ბევრი მოლეკულისათვის დამახასიათებელია ორი განსხვავებული, სარკული, ფორმის წარმოქმნა, რომლებსაც განსხვავებული ქიმიური და ბიოლოგიური თვისებები აქვთ. სპეციალური კატალიზატორების (ნივთიერებები, რომლებიც ხელს უწყობენ რეაქციის მიმდინარეობას, თავად კი არ იხარჯებებიან) დახმარებით შესაძლებელია პროცესის ისე წარმართვა, რომლის დროსაც ნივთიერების მხოლოდ ერთი ფორმა წარმოიქმნება.
1970-იან წლებში ბარი შარპლესმა ჟანგვის რეაქციების დროს დაიწყო ასეთი თვისებების მქონე კატალიზატორების გამოყენება.

სხვა საკითხებთან ერთად, ამ აღმოჩენამ ხელი შეუწყო სხვადასხვა სახის მედიკამენტების წარმოებას.

 

სტატია მომზადებულია ნუცა ბაქრაძის მიერ  



s