ნობელიანტები ქიმიაში

 

რიოჯი ნოიორი (Ryoji Noyori )

 

დაბადება: 1938-09-03 (კობე, იაპონია)

გარდაცვალება:

ალმა–მატერი: ნაგოიის უნივერსიტეტი, ნაგოია, იაპონია

პრემია:2001

„ჟანგვის რეაქციებში ქირალური კატალიზატორების გამოყენებისათვის”

 

 

ბევრი მოლეკულისათვის დამახასიათებელია ორი განსხვავებული, სარკული, ფორმის წარმოქმნა, რომლებსაც განსხვავებული ქიმიური და ბიოლოგიური თვისებები აქვთ. სპეციალური კატალიზატორების (ნივთიერებები, რომლებიც ხელს უწყობენ რეაქციის მიმდინარეობას, თავად კი არ იხარჯებებიან) დახმარებით შესაძლებელია პროცესის ისე წარმართვა, რომლის დროსაც ნივთიერების მხოლოდ ერთი ფორმა წარმოიქმნება.
1968 წელს რიოჯი ნოიორმა ჟანგვის რეაქციებში ამ თვისებების მქონე კატალიზატორების გამოყენების მეთოდები შეიმუშავა.

სხვა საკითხებთან ერთად, ამ აღმოჩენამ ხელი შეუწყო სხვადასხვა სახის მედიკამენტების წარმოებას.

 

ბიოგრაფია

რიოჯი ნოიორი დაიბადა კობეში (იაპონია). 1967 წელს მან მოიპოვა დოქტორის ხარისხი კიოტოს უნივერსიტეტში.

2000-2003 წლებში იყო უნივერსიტეტის მეცნიერების კვლევითი ცენტრის დირექტორი.

2003-2015 წლებში იყო იაპონიის ერთ-ერთი უდიდესი კვლევითი ინსტიტუტის (RIKEN) დირექტორი, ხოლო 2006-2008 წლებში მთავრობის განათლების აღმშენებლობის საბჭოში დირექტორის პოსტი ეკავა.

 

სტატია მომზადებულია ნუცა ბაქრაძის მიერ  



s