ნობელიანტები ქიმიაში

 

რიჩარდ სმელი   (Richard E. Smalley )

 

დაბადება: 1943-06-06 (აკრონი, აშშ)

გარდაცვალება: 2005-10-28

ალმა–მატერი: რაისის უნივერსიტეტი, ჰიუსტონი, აშშ.

პრემია:1996

"ფულერენების აღმოჩენისათვის"

 

 

რიჩარდ სმელი დაიბადა აკრონში (აშშ). 1973 წელს მან მიიღო დოქტორის ხარისხი. ჩიკაგოს უნივერსიტეტში პოსტდოქტორანტურის შემდეგ, 1976 წელს პედაგოგიური კარიერა დაიწყო რაისის უნივერსიტეტში (ჰიუსტონი, აშშ). 1990 წელს გახდა პროფესორი ფიზიკის დარგში.

 

ბიოგრაფია

ნახშირბადი ელემენტია, რომელიც მრავალი განსხვავებული ფორმითაა გავრცელებული. მაგალითად, ბუნებაში გვხვდება გრაფიტისა და ალმასის სახით. 1985 წელს რიჩარდ სმელმა, რობერტ ქერლმა და ჰაროლდ კროტომ გრაფიტის ზედაპირი ლაზერული იმპულსებით ისე დაასხივეს რომ ნახშირბადის აირი წარმოიქმნა. ნახშირბადის აირის შედედებისას წარმოიქმნა 60 და 70 ნახშირბადის ატომის შემცველი აქამდე უცნობი სტრუქტურები. ყველაზე გავრცელებულ სტრუქტურაში ნახშირბადის ატომთა რიცხვი 60-ს შეადგენდა, რომლებიც განთავსებული იყო სფეროს კიდეებში. ასეთ სტრუქტურებს ფულერენი უწოდეს, არქიტექტორ ბაკმინსტერ ფულერის პატივსაცემად, რომელიც ამ გეომეტრიულ ფორმაზე მუშაობდა.

 

სტატია მომზადებულია ნუცა ბაქრაძის მიერ  



s