ნობელიანტები ქიმიაში

 

ელაის ჯეიმს კორი (Elias James Corey )

 

დაბადება: 1928-07-12 (მეთუენი, მასაჩუსეტსი, აშშ)

გარდაცვალება:

ალმა–მატერი: ჰარვარდის უნივერსიტეტი, კემბრიჯი, მასაჩუსეტსი, აშშ.

პრემია:1990

"ორგანული სინთეზის თეორიისა და მეთოდოლოგიის განვითარებისათვის"  

 

 

ბუნება სავსეა ორგანული ნივთიერებებით- ქიმიური ნაერთების მრავალფეროვანი რაოდენობა, რომელის შემადგენლობაშიც აუცილებლად შედის ელემენტი ნახშირბადი. 1950-იანი წლების ბოლოს ელიას ჯეიმს კორიმ ახალი მიდგომა შეიმუშავა ორგანული ნივთიერებების წარმოებისა და სინთეზის მიმართულებით.
სასურველი მოლეკულა განიხილებოდა,როგორც არსებული ბმებით გაერთიანებული მცირე კომპონენტების კომბინაცია. ანალიზი მეორდებოდა მანამ, სანამ ცნობილი და ხელმისაწვდომი მოლეკულები არ მიიღებოდა.აქედან,სასურველი მოლეკულა შეიძლება შეიკრიბოს რამდენიმე ეტაპად ქიმიური რეაქციების გზით.

 

სტატია მომზადებულია ანა ნადირაშვილის მიერ  



s