ნობელიანტები ქიმიაში

 

ჰარმუტ მიხელი   (Hartmut Michel )

 

დაბადება: 1948-07-18 (ლუდვიგსბურგი, გერმანია)

გარდაცვალება:

ალმა–მატერი: მაქს ფლანკის ინსტიტუტი, ფრანკფურტი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა

პრემია:1988

"ფოტოსინთეზური სარეაქციო ცენტრის სამგანზომილებიანი სტრუქტურის დადგენისათვის"

 

 

სიცოცხლის ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტალური პროცესია ფოტოსინთეზი, რომელიც იყენებს მზის ენერგიას, რომ აწარმოოს ნახშირწყლები წყლისა და ნახშირორჟანგისგან. ჰარმუტ მიხელმა შეისწავლა ბაქტერია, რომელსაც მწვანე მცენარის მსგავსად შეუძლია ფოტოსინთეზის პროცესის წარმართვა. ენერგიის გარდაქმნა ხდება ელექტრონების ტრანსპორტირების გზით რამდენიმე ცილის მეშვეობით, რომლებიც მიმაგრებულია სპეციალურ მემბრანაზე.1982 წელს მიშელმა მოახერხა ამ ტიპის ცილების კრისტალიზაცია. მომდევნო წელს ჰარტმუტ მიშელმა, იოჰან დეიზენჰოფერმა და რობერტ ჰუბერმა დაადგინეს ფოტოსინთეზური რეაქციის ცენტრის სტრუქტურა.

 

ბიოგრაფია

ჰარმუტ მიხელი დაიბადა 1948 წელს ლიდვიგსბურგში. სამხედრო სავალდებულო სამსახურის შემდეგ ის სწავლობდა ბიოქიმიას ტუბინგენის უნივერსიტეტში.

1979 წელს იგი შეუერთდა მაქს პლანკის ბიოქიმიის ინსტიტუტის თანამშრომლებს მარტინსრიედში, დასავლეთ გერმანიაში, სადაც ატარებდა კვლევას, რომელშიც შემდგომ  ნობელის პრიზი მიიღო.

1987 წელს იგი გახდა მაინის ფრანკფურტის მაქს პლანკის ბიოფიზიკის ინსტიტუტის მოლეკულური მემბრანული ბიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

 

სტატია მომზადებულია ანა ნადირაშვილის მიერ  



s