ვაკანსიები

ვაკანსია: საგამოცდო ლაბორატორიის ფიზიკო-ქიმიური განყოფილების ხელმძღვანელი
დამსაქმებელი: შპს გ.ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი 
გამოცხადებულია: 2019-02-14 
ბოლო ვადა: 2019-03-01 
ვაკანსიის აღწერა: ინსტიტუტის საგამოცდო ლაბორატორია მოიცავს შემდეგ განყოფილებებს: ფიზიკო-ქიმიური; გარემოს ფიზიკური ფაქტორები; მიკრობიოლოგიური (მ.შ პარაზიტოლოგიური); საგამოცდო ნიმუშების მართვის განყოფილება 
მოვალეობები: ინსტიტუტის საგამოცდო ლაბორატორიის ფიზიკო-ქიმიური განყოფილების მართვა. 
უნარები:
  • გუნდური და გეგმიური მუშაობის უნარი,
  • კომუნიკაბელურობა,
  • ტოლერანტობა,
  • ლიდერობა,
  • სამუშაო დროის შედეგზე ორიენტირებით გამოყენება,
  • კონფლიქტური სიტუაციების მართვა,
  • სტრესულ გარემოში ადაპტირება
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

შესაბამისი უმაღლესი აკადემიური განათლება - აკადემიური დოქტორი,

- სამუშაო-პრაქტიკული გამოცდილება (არანაკლებ 2 წელი) საგამოცდო/ტესტირების აკრედიტებულ ლაბორატორიებში,

- ISO 17025 სტანდარტით აკრედიტაციის გავლის გამოცდილება,

- ინგლისურის ან/და სხვა უცხო ენის (რუსულის გარდა), კომპიუტერის საოფისე პროგრამების Windows, Word, გაძლიერებული Excel, Power point,) და ინტერნეტის კარგ დონეზე ცოდნა სავალდებულოა.



კანდიდატებს ვთხოვთ:

- სამოტივაციო წერილის, 2 რეკომენდაციისა და CV წარმოდგენას მისამართზე info-kobakhidze@mail.ru,
- სათაურის ველში მიუთითონ სათანადო თანამდებობის დასახელება - ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ფიზიკო-ქიმიური განყოფილების გამგე - წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან მოწვეული გასაუბრებაზე.

გამოსაცდელი ვადით სამუშაოზე აყვანის შემთხვევაში, ანაზღაურების ოდენობა დადგინდება კომპეტენციის შესაბამისად - შეთანხმებით.

 
საკონტაქტო ინფორმაცია: info-kobakhidze@mail.ru 
www.hygiene.ge