შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“

თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #76ბ

(+995 32) 2930000

info@water.gov.ge

www.water.gov.ge


ჩვენს შესახებ

შ.პ.ს. "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" (UWSCG), სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა, რომლის 100% წილის მფლობელი სახელმწიფოა, ხოლო პარტნიორი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. კომპანია დაარსდა 2010 წლის 14 იანვარს, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის 2010 წლის 11 იანვრის N1-1/13 ბრძანების საფუძველზე. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელით მომსახურებას ახორციელებს მთელი საქართველოს მასშტაბით, ურბანული ტიპის დასახლებებისთვის, ქ. თბილისის, ქ. მცხეთის, ქ. რუსთავის, გარდაბნის მუნიციპალიტეტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა.

კომპანიის სტრუქტურა შედგება თბილისის სათავო ოფისისგან, 8 რეგიონული ფილიალისა და 53 სერვის ცენტრისგან. კომპანიაში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა შეადგენს 2700 - მდე ადამიანს. თანამშრომელთა 60% დასაქმებულია ტექნიკურ სფეროში, 24% -კომერციულ / ფინანსურ სფეროში, ხოლო 16% - ადმინისტრაციულ სფეროში.

კომპანიის ძირითადი საქმიანობა მოიცავს შემდეგს: წყლის მოპოვება, დამუშვება და აბონენტებისთვის მიწოდება; წყალმომარაგების და წყალარინების სისტემების პროექტირება, მშენებლობა, ექსპლუატაცია და ოპერირება. კომპანია ემსახურება 306 000-ზე მეტ საყოფაცხოვრებო და 19 000 - მდე არასაყოფაცხოვრებო აბონენტს.

 



დასაქმებულ პირთა რაოდენობა (მათ შორის ქიმიკოსი): 64(1)



წარმოებული პროდუქცია



საკვანძო სიტყვები



 

უკან

 

 


  

პროექტი შესრულებულია კოალიცია „განათლება ყველასათვის - საქართველო“, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით.  

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას