თსუ-ს რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიის და ელექტროქიმიის ინსტიტუტი

მინდელი 11

599551948

Tati@iice.ge

www.Iice.ge


ჩვენს შესახებ

რ.აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტი დაარსდა 1956 წელს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ყოფილი ლითონისა და სამთო საქმის ინსტიტუტის 4 ქვედანაყოფის - კოქსოქიმიის, ღარიბი მადნების გამდიდრების, მინერალური სასუქების და სილიკატების ტექნოლოგიის ლაბორატორიების ბაზაზე, რომლისგანაც შემდგომ გამოეყვნენ მეტალურგიის, სამთო მექანიკის, საშენ მასალათა ინსტიტუტები. 1958 წელს ინსტიტუტში ჩამოყალიბდა კიდევ 2 ლაბორატორია: რადიაციული ქიმიისა და ორგანული ნაერთების ტექნოლოგიის.
ინსტიტუტის დაარსების ინიციატორი და მისი პირველი დირექტორი (1956-1960 წ.წ.) იყო აკადემიკოსი რაფიელ აგლაძე. შემდგომში ინსტიტუტის დირექტორები იყვნენ: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ნიკოლოზ ლანდია (1960-1972 წ.წ.), ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი აპოლონ ავალიანი (1972-1980 წ.წ.), საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ლევან ჯაფარიძე (1980-1996 წ.წ.), საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ჯონდო ჯაფარიძე (1996-2006 წ.წ.). ამჟამად ინსტიტუტს ხელმძღვანელობს ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი გრიგოლ ტატიშვილი (2006 წლიდან დღემდე).
ინსტიტუტის თანამშრომლებს ქვეყნის ეკონომიკისა და თავდაცვის სფეროს გაძლიერებაში აქტიური წვლილისათვის მიღებული აქვთ 1 სტალინური, 1 სსრკ სახელმწიფო, 4 საქართველოს სახელმწიფო და რამდენიმე ათეული სახელობითი პრემია.
ინსტიტუტში 1984 წლიდან 2006 წლამდე ფუნქციონირებდა ხარისხების მიმნიჭებელი საკვალიფიკაციო საბჭო ელექტროქიმიის, ელექტროქიმიური ტექნოლოგიისა და არაორგანული ნივთიერებების ტექნოლოგიის დარგებში. საბჭოზე დაცულია 85 საკანდიდატო, 12 სადოქტორო დისერტაცია ქართველი, აზერბაიჯანელი და სომეხი მეცნიერების მიერ. აღსანიშნავია, რომ ეს საბჭო ამიერკავკასიისა და ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებიდან ერთადერთი იყო, რომელსაც თავის დროზე საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის საატესტაციო კომისიამ დაუმტკიცა ხარისხების მინიჭების უფლება სპეციალობით - ელექტროქიმია (02.00.05).  



დასაქმებულ პირთა რაოდენობა (მათ შორის ქიმიკოსი): 150(81)



წარმოებული პროდუქცია

სამეცნიერო სტატიები, პატენტები გამოგონებები შემუშავებული ტექნოლოგიები



საკვანძო სიტყვები



 

უკან

 

 


  

პროექტი შესრულებულია კოალიცია „განათლება ყველასათვის - საქართველო“, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით.  

 

 

ვეძებ ქიმიკოსს

ვეძებ თემატიკას

ვეძებ ფრაზას